თავში

საქართველოში კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევები დადასტურდა 

საქართველოში კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევები დადასტურდა 
საქართველოში კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევები დადასტურდა 

საქართველოში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა რეგისტრირებული რაოდენობა 805-მდე გაიზარდა. იფნორმაცია ამის შესახებ მთავრობის მიერ შექმნილ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

გამოჯანმრთელდა 6 ადამიანი და სულ ვირუსისგან განკურნებულთა რაოდენობაა 650.

საქართველოში კორონავირუსით გამოწვეული გართულებების შედეგად გარდაცვლილია 13 პაციენტი.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 2424, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 304 მოქალაქე.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

პანდემიად კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს აღიარა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია და ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოაცხადა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system