თავში

საქართველოში კოვიდინფიცირებულთა რიცხვი კიდევ გაიზარდა

საქართველოში კოვიდინფიცირებულთა რიცხვი კიდევ გაიზარდა
საქართველოში კოვიდინფიცირებულთა რიცხვი კიდევ გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი კიდევ გაიზარდა. COVID-19-ი ზუგდიდში 70 წლამდე მამაკაცს დაუდასტურდა. ინფორმაციას ზუგდიდის მერია ადასტურებს.

ინფიცირებული მამაკაცი ლარსის სასაზღვრო პუნქტიდან 12 ივნისს შემოვიდა. ის კარანტინში იმყოფებოდა. ის საკარანტინო სივრციდან PCR ტესტის ჩატარების შემდეგ 14 ივნისს გაათავისუფლეს. მიზეზი კი ძმის გარდაცვალება იყო. ინფიცირებული მამაკაცი ზუგდიდში გასვენებაში იმყოფებოდა.

გუშინ მამაკაცს ჩაუტარდა ხელახალი ტესტირება და რადგანაც შემთხვევა საეჭვო იყო, რუხის კლინიკაში გადაიყვანეს.

ინფიცირებული მამაკაცის კონტაქტებიდან შვიდი პირი გადაყვანილია კარანტინში და მიმდინარეობს ღრმა ეპიდკვლევა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system