თავში

საქართველოში მედიის გაძლიერების თემაზე სამხრეთ კავკასიის მედიაკონფერენცია გაიმართა

საქართველოში მედიის გაძლიერების თემაზე სამხრეთ კავკასიის მედიაკონფერენცია გაიმართა
საქართველოში მედიის გაძლიერების თემაზე სამხრეთ კავკასიის მედიაკონფერენცია გაიმართა

საქართველოში მედიის გაძლიერების თემაზე სამხრეთ კავკასიის მე-16 მედიაკონფერენცია გაიმართა. კონფერენცია, მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთოს წარმომადგენლის ოფისის ორგანიზებით ტარდება. 

კონფერენციის მიზანს მედიის თავისუფლების კუთხით განვითარებულ მოვლენებსა და რეგიონის მასშტაბით ციფრულ მედიაში მიმდინარე ცვლილებებზე მსჯელობა წარმოადგენს. მედიაკონფერენციაში მედიაპროფესიონალები, მთავრობისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, ცნობილი საერთაშორისო ექსპერტები და ჟურნალისტები მონაწილეობენ.

კონფერენცია მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთოს წარმომადგენელმა ჰარლემ დეზირმა გახსნა.

„რეგიონში არსებულ ყველა ქვეყანას ახალ პოლიტიკურ გამოწვევებთან და ცვლილებებთან უწევთ გამკლავება. დემოკრატიაში პროგრესის მიღწევას, კანონის უზენაესობის განმტკიცებას იმ შემთხვევაში მოვახერხებთ, თუ მედია თავისი როლის შესრულებას შეძლებს, თუ იქნება თავისუფალი. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ გატარებული რეფორმები, რომლებიც მედიის თავისუფლებას იცავს, განსაკუთრებით საქართველოში, მომავალშიც იქნება დაცული და საქართველო კი მომავალშიც იქნება მაგალითი“, – განაცხადა ჰარლემ დეზირმა.

კონფერენციაში მონ \დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა.

„უკვე მე-16 წელია ეს კონფერენცია კავკასიის რეგიონისთვის ტარდება, შესაბამისად, ჩვენ და ჩვენს მეზობლებს, სომხეთს და აზერბაიჯანს, უკვე დიდი ხანია გვაქვს შესაძლებლობა, რომ ვისაუბროთ ქვეყანაში მედიის კუთხით არსებულ პროცესებზე“, - განაცხადა პირველმა ვიცესპიკერმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system