თავში

საქართველოში მეზღვაურთა საერთაშორისო დღე აღინიშნა

საქართველოში მეზღვაურთა საერთაშორისო დღე აღინიშნა
საქართველოში მეზღვაურთა საერთაშორისო დღე აღინიშნა

საქართველო, სხვა საზღვაო ქვეყნებთან ერთად მეზღვაურთა დღეს აღნიშნავს. დღის განმავლობაში ტარდება საზეიმო მსვლელობა, ბათუმის ცენტრალური პარკიდან ბათუმის საზღვაო ნავსადგურისკენ. ღონისძიებებში მონაწილეობენ საზღვაო სასწავლებლების კურსანტები, სანაპირო დაცვის პირადი შემადგენლობა, მეზღვაურები და საზღვარო სფეროს სხვა წარმომადგენლები. წელს მეზღვაურის დღე ქართველ მეზღვაურებთან ერთად აღნიშნეს დიდი ბრიტანეთის სამხედრო საზღვაო ფლოტის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი საჰაერო გამანადგურებლის - HMS defender ეკიპაჟის წევრებმაც. სააგენტოს ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩს, მის აღმატებულებას, მარკ კლეიტონს და გემის კაპიტანს ვინსოუენს ღონისძიებაში მონაწილეობისათვის.

„მეზღვაურებო, ჩვენ გვესმის თქვენი ხმა და იმედი მაქვს, ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ შევქმნათ უკეთესი მომავალი საქართველოს საზღვაო სფეროში!“ - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა, თამარ იოსელიანმა მეზღვაურის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

მან პროფესიული დღე მიულოცა და მადლობა გადაუხადა მეზღვაურებს იმ წვლილისთვის, რაც თავისი დაუღალავი შრომით მსოფლიოს ეკონომიკაში შეაქვთ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system