თავში

საქართველოში ნარიმან ნარიმანოვის 150 წლის იუბილე აღნიშნეს - PHOTO

საქართველოში ნარიმან ნარიმანოვის 150 წლის იუბილე აღნიშნეს
საქართველოში ნარიმან ნარიმანოვის 150 წლის იუბილე აღნიშნეს - PHOTO

31 ივლისს, თბილისში, ნარიმან ნარიმანოვის მემორიალურ მუზეუმში გამოჩენილი საზოგადო მოღვაწის, მასწავლებლის, ექიმის, დრამატურგის, მწერლის, პუბლიცისტი ნარიმან ნარიმანოვის დაბადების 150 წლისთავი აღინიშნა.

ღონისძიების ორგანიზატორია საქართველოს აზერბაიჯანელთა ინტეგრაციის ცენტრი, ნარიმან ნარიმანოვის მემორიალური მუზეუმი და მირზა ფატალი ახუნდოვის სახელობის აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმი.

ღონისძიების გახსნისას, საქართველოს აზერბაიჯანელთა ინტეგრაციის ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ნარიმან ნარიმანოვის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ და ნარიმანოვს  აზერბაიჯანელ და ქართველ ხალხებს შორის "მეგობრობის სიმბოლო" უწოდა.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ ნარიმან ნარიმანოვის მუზეუმის კურატორი რენა დალივალოვა, ახუნდოვის სახელობის მუზეუმის დირექტორი ლეილა ალიევა, "ახალგაზრდა პატრიოტთა"  წარმომადგენელი თენგიზ მამედოვი, გაზეთ "მაარიფის" რედაქტორი ალადინ გარაბაღლი, აზერბაიჯანული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი ფატმა ალიევა.

"საიც-ის სტუდენტებმა ნარიმან ნაიმანოვის წერილი წაიკითხეს, რომელიც შევილს მისწერა.

საოპერო მომღერალმა შაბნამ ასიფ კიზიმ კამანჩაზე მუსიკალური კომპოზიცია შეასრულა.

ღონისძიების დასასრულს, მონაწილეება ეწვივნენ მარნეულში  ნარიმანოვის ძეგლს და ყვავილებით და გვირგვინით შეამკეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system