თავში

საქართველოში "ომიკრონი" დომინანტური შტამი გახდება - კულუმბეგოვი

საქართველოში "ომიკრონი" დომინანტური შტამი გახდება - კულუმბეგოვი
საქართველოში ომიკრონი დომინანტური შტამი გახდება - კულუმბეგოვი

ალერგოლოგ-იმუნოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვის თქმით, საქართველოში იანვრის მეორე ნახევრიდან "ომიკრონის" შტამი დომინანტური გახდება. 

მისი თქმით, ვირუსის ახალი ვარიანტი მსუბუქად მიმდინარეობს, რაც დიდი რაოდენობით პაციენტების შემთხვევაში, ჰოსპიტალური სექტორის კოლაფსს არ გამოიწვევს.

"ომიკრონს“ ძალიან სწრაფად აქვს შესაძლებლობა, გახდეს პანდემიური შტამი. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, 2-3 დღეში ყველა ქვეყანაში "ომიკრონის" რაოდენობა ომაგდება. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოსთვის იანვრის მეორე ნახევრიდან ეს შტამი დომინანტური იქნება. ამიტომ აქ არაფერი უცხო და მოულოდნელი არ უნდა იყოს. შესაბამისად, მზაობა უნდა ჰქონდეს სახელმწიფოს და უსაფრთხოება განგაშზე უნდა იყოს გამოცხადებული, რადგან ჩვენ გვყავს მილიონზე მეტი მოქალაქე, რომელიც არის მოწყვლადი ამ შტამის მიმართ და არა მარტო. სამწუხაროდ, რეინფიცირების შემთხვევებიც იქნება და ვაქცინირებული ადამიანების ნაწილიც ავად გახდება. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა სცენარისთვის მზად ვიყოთ. ერთი დამაიმედებელი ინფორმაცია არის ის, რომ 50-70%-მდე ნაკლებია მძიმე დაავადების, ანუ ჰოსპიტალიზაციის რისკი, ეს გვაძლევს იმის ვარაუდის შესაძლებლობას, რომ დიდი რაოდენობით პაციენტების შემთხვევაში, ჰოსპიტალური სექტორის კოლაფსთან საქმე არ გვექნება", - განაცხადა კულუმბეგოვმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system