თავში

საქართველოში "ომიკრონის" 777 შემთხვევიდან 16% რეინფიცირებაა

საქართველოში "ომიკრონის" 777 შემთხვევიდან 16% რეინფიცირებაა
საქართველოში ომიკრონის 777 შემთხვევიდან 16% რეინფიცირებაა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ომიკრონის ცირკულაცია ქვეყანაში იზრდება და სავარაუდოდ, ამ კვირის ბოლოს დადებითი შემთხვევების 60%-მდე სწორედ "ომიკრონით" ინფიცირებული იქნება.

"1009 არის დადასტურებული, მაგრამ ჩვენ უკვე ლაბორატორიებს მივეცით მითითება, რომ შერჩევითად გამოგზავნონ საეჭვო შემთხვევები. დაახლოებით აგზავნიან საერთო შემთხვევების 10%-დან 20%-მდე. იმდენად მაღალია საეჭვო შემთხვევების რაოდენობა და ის მერყეობს უკვე იმ ნიშნებით, რომ ჩვენ ეჭვი მიგვაქვს შეიძლება თუ არა ეს იყოს "ომიკრონი", ამ ტიპის შემთხვევების რაოდენობა ლაბორატორიულად საერთო დიაგნოსტირებულებში უკვე 60%-ს აცდა. ცირკულაციაში "ომიკრონის" რაოდენობა უკვე 45%-დან არის, რასაც ვამბობდით, ზემოთ მიდის და ალბათ ამ კვირის ბოლოს, ჩვენი გათვლებით, ის იქნება 60%-მდე მთლიანად დადებითი შემთხვევების," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძის განცხადებით, ომიკრონის 1009 დადასტურებული შემთხვევიდან დეტალურად შესწავლილია 777 შემთხვევა, აქედან 16% არის ხელახალი ინფიცირება.

"სადღაც 16%-ის ფარგლებში გვაქვს რეინფიცირება. 16%-ს რომ გეუბნებით, ესენი დადასტურებული შემთხვევებია. შესწავლილია 777 შემთხვევა დეტალურად და ამ ეტაპზე აქედან 16% არის რეინფიცირება," - აცხადებს ამირან გამყრელიძე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system