თავში

საქართველოში "ომიკრონის" ათზე მეტ საეჭვო შემთხვევას იკვლევენ

საქართველოში "ომიკრონის" ათზე მეტ საეჭვო შემთხვევას იკვლევენ
საქართველოში ომიკრონის ათზე მეტ საეჭვო შემთხვევას იკვლევენ

საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამის "ომიკრონის" ათზე მეტ საეჭვო შემთხვევას იკვლევენ. 

ეპიდემიოლოგი მაია კაშია აცხადებს, რომ ქვეყანაში ახალი შტამის შემოსვლა გარდაუვალია. 

"ახლა, როცა 55-ზე მეტ ქვეყანაშია დაფიქსირებული, რა თქმა უნდა საქართველო გამონაკლისი ვერ იქნება ამ სიიდან და უბრალოდ დროის ამბავია, გარკვეული დროის შემდეგ რა თქმა უნდა, დაფიქსირდება ახალი შტამი, გახდება გარკვეული დროის შემდეგ, 2-3 თვეში დომინანტი, როგორც აქამდე არსებული შტამები. ერთ დაავადებულ ადამიანს შეუძლია ბევრად უფრო მეტი ადამიანის დაავადება, ვიდრე ეს იყო აქამდე არსებული შტამების შემთხვევაში. ჩვენთვის, ქართველი მოსახლეობისთვის, სადაც აუცრელი პოპულაცია ძალინ ბევრი გვყავს, ნებისმიერი შტამი, რაც არ უნდა გამოჩნდეს, ნებისმიერ შემთხვევაშ საფრთხე იქნება ძალიან დიდი, სანამ არ გვეყოლება ე.წ. იმუნური ფენა", - განაცხადა მაია კაშიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system