თავში

საქართველოში პატივი მიაგეს დაღუპული აზერბაიჯანელი ჟურნალისტების ხსოვნას

საქართველოში პატივი მიაგეს დაღუპულ
საქართველოში პატივი მიაგეს დაღუპული აზერბაიჯანელი ჟურნალისტების ხსოვნას

აზერბაიჯანში ქელბაჯარის რაიონში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ნაღმზე აფეთქებული აზერბაიჯანის ტელევიზიის „AzTV“-ის ოპერატორის სირაჯ აბიშოვისა და საინფორმაციო სააგენტო "AZERTAC-ის“ თანამშრომლის მაჰერამ იბრაჰიმოვის ხსოვნას დღეს პატივი საქართველოში აზერბაიჯანელთა ინტეგრაციის ცენტრში მიაგეს. 

ღონისძიებას ესწრებოდნენ ინტეგრაციის ცენტრის, აზერბაიჯანული მედიის ადგილობრივი ბიუროსა და საქართველოში აზერბაიჯანულენოვანი მედიის წარმომადგენლები.

მედიის წარმომადგენლებმა ღრმა მწუხარება გამოხატეს კოლეგების ტრაგიკულად დაღუპვის გამო.

სამძიმარი და ღრმა მწუხარება გამოთქვა სიტყვით გამოსვლისას report.ge-ს გენერალურმა დირექტორმა, მამედ სულეიმანოვმა.

მედიის წარმომადგენლების თქმით, დაღუპული ჟურნალისტები სომხეთის მხრიდან კიდევ ერთი სამხედრო დანაშაულის მსხვერპლი გახდნენ, ცერემონიის მონაწილეებმა კიდევ ერთხელ დააფიქსირეს აუცილებლობა, რომ სომხეთმა აზერბაიჯანს დანაღმული ტერიტორიების რუკა უნდა გადასცეს. დასასრულს, წაიკითხეს მიმართვა საქართველოში მოქმედი  საერთაშორისო ორგანიზაციებისადმი.

მიმართვაში ხაზგასმით აღნიშნულია, რომ სომხეთის მხრიდან დანაღმული ტერიტორიების რუკის აზერბაიჯანისთვის გადაცემაზე უარი საერთაშორისო ჰუმანიტარული ნორმების უხეში დარღვევაა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system