თავში

საქართველოში პოსტკოვიდური სინდრომის კვლევა იწყება

საქართველოში პოსტკოვიდური სინდრომის კვლევა იწყება
საქართველოში პოსტკოვიდური სინდრომის კვლევა იწყება

ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსგადატანილი პაციენტების კვლევა 1-ლი თებერვლიდან დაიწყება. კვლევის მიზანია იმის გარკვევა, თუ რამდენ პროცენტს უვითარდება პოსტკოვიდური სინდრომი.

თენგიზ ცერცვაძემ აღნიშნა, რომ შემთხვევითობის პრინციპით შეირჩევა 500 კოვიდგადატანილი პაციენტი. აღნიშნულ პაციენტებს ჩაუტარდებათ როგორც კლინიკური, ისე სხვადასხვა ინსტრუმენტული გამოკვლევა.

"კვლევა 500 კაცზე ჩატარდებ, რომელიც დაიგეგმა ჩვენს კლინიკაში და განხორციელდება რამდენიმე კლინიკასთან თანამშრომლობით. ეს კვლევა დაიწყება დაახლოებით პირველ თებერვალს, ანუ 2 კვირაში ჩვენ ავიყვანთ დაახლოებით 500 კოვიდგადატანილ პაციენტს, მათ ჩავუტარებთ, როგორც კლინიკურ გამოკვლევას, ისე სხვადასხვა ინსტრუმენტულ გამოკვლევებს, ამის შემდეგ სამინისტრო ვარაუდობს, რომ შეადგენს პროგრამას, რომლის მიხედვითაც, სამედიცინო დაწესებულებები უფასოდ მოემსახურებიან პოსკოვიდური სინდრომის მქონე პაციენტებს" - განაცხადა ცერცვაძემ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system