თავში

საქართველოში ყოველ დღე 200-მდე ბავშვი ინფიცირდება - ივანე ჩხაიძე

საქართველოში ყოველ დღე 200-მდე ბავშვი ინფიცირდება - ივანე ჩხაიძე
საქართველოში ყოველ დღე 200-მდე ბავშვი ინფიცირდება - ივანე ჩხაიძე

იაშვილის კლინიკის სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე ამბობს, რომ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობიდან 10%-ს ბავშვები შეადგენენ, რაც მისი შეფასებით, ძალიან მაღალი მაჩვენებელია.

ჩხაიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ბავშვების ინფიცირებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ კუთხით მომდევნო დღეები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

"მომდევნო დღეები და კვირა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება ბავშვების ჰოსპიტალიზაციისა და ლეტალობის თვალსაზრისით. თუ ჩვენ საქართველოს სტატისტიკას გავითვალისწინებთ, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის 10% არის ბავშვი, გამოდის, რომ ყოველდღიურად ქვეყანაში 150-200 ბავშვი ინფიცირდება. ეს ძალიან მაღალი მაჩვენებელია", - თქვა ჩხაიძემ.

22 ივლისს, საქართველოში დადასტურდა კორონავირუსის 2261 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 18 ადამიანი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system