თავში

საქართველოში ყველა სახის საქალაქთაშორისო ტრანსპორტის გადაადგილება იზღუდება

საქართველოში ყველა სახის საქალაქთაშორისო ტრანსპორტის გადაადგილება იზღუდება
საქართველოში ყველა სახის საქალაქთაშორისო ტრანსპორტის გადაადგილება იზღუდება

საქართველოში ყველა სახის საქალაქთაშორისო ტრანსპორტის გადაადგილება იზღუდება - ამის შესახებ პრემიერის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი ინფორმაციით, შეზღუდვა ასევე ეხება მატარებლით სამგზავრო გადაზიდვებს რკინიგზაზე და ეს შეზღუდვა ამოქმედდება დღესვე.  

“მინდა გაცნობოთ იმის შესახებ, რომ საკოორდინაციო საბჭოზე იქნა მიღებულ დამატებითი გადაწყვეტილებები დამატებით შეზღუდვებზე და ეს გულისხმობს საქართველოში საქალაქთაშორისო ტრანსპორტის შეზღუდვას, თქვენ იცით, რომ ქვეყანა გადავიდა შიდა გავრცელების ეტაპზე და ჩვენ მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, რომ შევაჩეროთ შიდა გადაცემის სისწრაფე და ამიტომაც, ვზღუდავთ ყველა სახის საქალაქთაშორისო ტრანსპორტის, მათ შორის მატარებლით სამგზავრო გადაზიდვები რკინიგზაზე და ეს შეზღუდვა ამოქმედდება დღეს, დღის ბოლოს“ – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system