თავში

საქართველოში რელიგიურ და ეთნიკურ ნიადაგზე დაპირისპირება არასოდეს ყოფილა - ვოლსკი

საქართველოში რელიგიურ და ეთნიკურ ნიადაგზე დაპირისპირება
საქართველოში რელიგიურ და ეთნიკურ ნიადაგზე დაპირისპირება არასოდეს ყოფილა - ვოლსკი

სოფელ ბუკნარში არავინ არ უნდა ეცადოს, დაძაბულ ვითარებაში ნავთი დაასხას ცეცხლზე, - ამის შესახებ პარლამენტის პირველ ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა. 

ვოლსკის თქმით, ქვეყანაში რელიგიურ და ეთნიკურ ნიადაგზე დაპირისპირება არასოდეს ყოფილა და ნებისმიერი, ვინც უპირისპირდება ამ პრინციპებს, რომელი მხრიდანაც არ უნდა იყოს, სცოდავს ქვეყნისა და ტრადიციის წინაშე

"პროვოცირების ნიშნებიც არის და ეს ყველაფერი უსაფრთხოების ჭრილში უნდა იყოს განხილული. ეს ყველაფერი უპირისპირდება იმ შესანიშნავ ტრადიციებს, რომელიც საუკუნეების განმავლობაში საქართველოს მოსდევს. ქვეყანაში რელიგიურ და ეთნიკურ ნიადაგზე დაპირისპირება არასოდეს ყოფილა. ამას გვასწავლის ქართული ეკლესია, მართლმადიდებლობა, ტრადიცია და პატრიარქი. ამ სწავლებას უნდა მივყვეთ. ნებისმიერი, ვინც უპირისპირდება ამ პრინციპებს, რომელი მხრიდანაც არ უნდა იყოს, სცოდავს ქვეყნისა და ტრადიციის წინაშე", - განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, სოფელ ბუკნარში, მუსლიმურ სამლოცველოში პარასკევის ტრადიციული ლოცვა აღავლინეს.

სოფელ ბუკნარში ქრისტიან და მუსლიმ მოსახლეობას შორის მორიგი შეხვვედრა დღეს, მუსლიმების ლოცვის შემდეგ გაიმართება. შეხვედრას ხელისუფლების წარმომადგენლებიც დაესწრებიან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system