თავში

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი გაუქმდა

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი გაუქმდა
საქართველოში საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი გაუქმდა

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა დასრულდა, შესაბამისად გაუქმდა ე.წ კომენდანტის საათიც. ვინაიდან პარლამენტს საგანგებო მდგომარეობა 22 მაისის ჩათვლით ჰქონდა გამოცხადებული, კომენდანტის საათიც, რომელიც 21:00 საათიდან 06:00 საათამდე პერიოდში ვრცელდებოდა, 23 მაისის დადგომისთანავე აღარ მოქმედებს.

მიუხედავად საგანგებო მდგომარეობის გაუქმებისა, შეზღუდვების ნაწილი ძალაში რჩება.

კერძოდ: 

  • შეზღუდულია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა როგორც შიდა, ასევე, საქალაქთაშორისო;
  • შეზღუდულია ტაქსით 3 კაცზე მეტის გადაადგილება; 
  • შეზღუდულია რესტორანში, ბარსა თუ კაფეში მომხარებლის ადგილზე კვებით მომსახურება;
  • შეზღუდულია სასტუმროების ფუნქციონირება, გარდა საკარანტინო ზონებისა;
  • შეზღუდულია ტანსაცმლისა და ფეხსაცმლით ვაჭრობა, გარდა ონლაინვაჭრობისა;
  • შეზღუდულია მოლებისა და ბაზრების ფუნქციონირება, გარდა უკვე გახსნილი აგრარული ბაზრებისა;
  • შეზღუდულია სპორტული და კულტურული ღონისძიებების ორგანიზება და ჩატარება;
  • შეზღუდულია აზარტული და მომგებიანი თამაშების წარმოება შესაძლებელია მხოლოდ ონლაინ ფორმით;
  • კვლავ აკრძალულია Covid-19-თან ბრძლისთვის საჭირო სამედიცინო პროდუქციის ქვეყნიდან გატანა;
  • სახელმწიფო სერვისების ნაწილი ისევ დისტანციურად იმუშავებს. 

ხვალიდან სახლიდან გამოსვლის შეზღუდვა ეხსნებათ 70 წელს ზევით მოქალაქეებს. 

გარდა ამისა, ხვალიდან პირბადე სავალდებულო ხდება ტაქსის მძღოლებისთვის და ყველასთვის, ვინც საჯარო დახურულ სივრცეში იმყოფება. მათ შორის, სავაჭრო ობიექტებზე. 

ისევ სავალდებულოა 2-მეტრიანი დისტანციის დაცვა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system