თავში

საქართველოში სამედიცინო მოტოციკლეტები გამოჩნდება

საქართველოში სამედიცინო მოტოციკლეტები გამოჩნდება
საქართველოში სამედიცინო მოტოციკლეტები გამოჩნდება

ზაფხულის სეზონზე, საქართველოში სამედიცინო მოტოციკლეტები გამოჩნდება. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ეს პრინციპი სწრაფ და ეფექტურ სამედიცინო დახმარებას გულისხმობს. პირველად სამედიცინო მოტოციკლეტები ბათუმში გამოჩნდება:

"პირველად სამედიცინო მოტოციკლეტებს, ალბათ ბათუმში ვნახავთ. ვინაიდან, ჩვენი გადაწყვეტილებით, ეს მოტოციკლეტები საჭიროა ტურისტულ ქალაქებში. იქ გადაადგილებაც უფრო რთულია სასწრაფოსთვის, ასევე არის ელექტრონული ბაზა და ზედამხედველობა, რომელიც ასევე დაინერგა სასწრაფოში. მათი ერთობლივი მუშაობით, ჩვენ მოვახდენთ ზარების იმგვარად გაფილტვრას, რომ შევძლებთ სწორად განვსაზღვროთ, თუ რომელ გამოძახებაზე, რომელი ტიპის ექიმი ან პარამედიკოსია გასაგზავნი. ეს იგეგმება ზაფხულის სეზონისთვის,"- აცხადებს ეკატერინე ტიკარაძე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system