თავში

საქართველოში სასწავლო პროცესი 21 აპრილამდე გადავადდა

საქართველოში სასწავლო პროცესი 21 აპრილამდე გადავადდა
საქართველოში სასწავლო პროცესი 21 აპრილამდე გადავადდა

საქართველოს მთავრობის 23 მარტის 181-ე დადგენილების თანახმად, საქართველოში სასწავლო პროცესი საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე, კერძოდ, 21 აპრილამდე გადავადდა. 

როგორც დადგენილებაშია აღნიშნული, შეზღუდვა ეხება როგორც ზოგადსაგანმანათლებლო, ასევე უმაღლეს სასწავლებლებს. გარდა ამისა, იკრძალება ყველა სახის სემინარი და ტრენინგი, გარდა დისტანციური ფორმისა. 

საგანმანათლებლო დაწესებულებებში 2020 წლის 21 აპრილამდე შეჩერდეს სასწავლო პროცესი. 

ზოგადასაგანმანათლებლო და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებმა აღნიშნული განხორციელოს დისტანციური სწავლების/კომუნიკაციის სხვადასხვა ფორმის გამოყენებით (ასეთის შესაძლებლობის შემთხვევაში). 2020 წლის 21 აპრილამდე საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების ადმინისტრაციები გადავიდნენ დისტანციური მუშაობის რეჟიმზე (კრიტიკულად მნიშვნელოვანი აუცილებლობის გარდა). 

იკრძალება ყველა სახის ტრენინგი, კონფერენცია, სემინარი, გარდა დისტანციური ფორმისა. 

ავტორიზაციისა და აკრედიტაციის დებულებებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოებების, ასევე პროფესიული მომზადების და პროფესიული გადამზადების და პროფესიული საჯარო მოხელის პრიფესიული გადამზადების პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვებასთან დაკავშირებული ადმინიტრაციული წარმოების დისტანციურად, კომუნიკაციის თანამედროვე ელექტრონული საშუალებების გამოყენებით განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, ადმინისტრაციული წარმოების ვადები შეჩერებულად ჩაითვალოს საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე” , – წერია დადგენილებში.

შეგახსენებთ, საქართველოში 21 მარტს საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system