თავში

საქართველოში სასტუმროები და რესტორნები იხსნება

საქართველოში სასტუმროები და რესტორნები იხსნება
საქართველოში სასტუმროები და რესტორნები იხსნება

8 ივნისიდან გაიხსნება ყველა სახის მომსახურება რესტორნებში, შესაბამისად, ეს ნიშნავს, რომ რესტორნებს სრულად შეეძლებათ იმოქმედონ, იმუშაონ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა. 1 ივნისიდან 8 ივნისამდე მუშაობის საშუალება კი, მხოლოდ ღია ტიპის რესტორნებსა და კაფეებს ექნება.

მისი თქმით, ამავე დღიდან იხსნება სასტუმროები.

„8 ივნისიდან, შემდგომი ორშაბათიდან გაიხსნება ყველა სახის მომსახურეობა რესტორნებში, შესაბამისად ეს ნიშნავს იმას, რომ რესტორნებს სრულად შეეძლებათ, იმოქმედონ, იმუშაონ. 8 ივნისიდან გაიხსნება ასევე სასტუმროები, მხოლოდ ის სასტუმროები კონკრეტულად, რომელთაც გავლილი ექნებათ ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი უწყებების შემოწმება და ექნებათ ამაზე კონკრეტული სახის ნებართვა“, – აღნიშნა პრემიერმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system