თავში

საქართველოში სატვირთოს მძღოლებზე კონტროლი მკაცრდება

საქართველოში სატვირთოს მძღოლებზე კონტროლი მკაცრდება
საქართველოში სატვირთოს მძღოლებზე კონტროლი მკაცრდება

საქართველოში სატვირთო ავტომობილების მძღოლების კონტროლი მკაცრდება, ამის შესახებ ჟურნალისტებთან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ქუთაისში ვიზიტის დროს განაცხადა. მისივე თქმით, ეს კორონავირუსის გავრცელების პრევენციასთან არის დაკავშირებული.

,,ჩვენ ვხედავთ ამ რისკს. ისევე როგორც სხვა ყველა რისკს, ამასაც ვმართავთ. საგანგებო შტაბის და ჯანდაცვის სამინისტროს მონაწილეობით მკაცრდება მონიტორინგი მძღოლებზე, მათ შორის, უკვე დაწყებულია მასიური ტესტირება და ეს არის ის ჯგუფი, რომელზეც ამიერიდან კონტროლი კიდევ უფრო მეტად გამკაცრდება“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

ცნობისთვის, დღეს, კონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ქუთაისში არსებულ თავისუფალ ინდუსტრიულ ზონას ესტუმრა. მან მზის პანელების საწარმოები დაათვალიერა და სამუშაო პროცესს გაეცნო. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system