თავში

საქართველოში შემთხვევების 10%-ზე მეტი უკვე ინდური შტამია - იმნაძე

საქართველოში შემთხვევების 10%-ზე მეტი უკვე ინდური შტამია - იმნაძე
საქართველოში შემთხვევების 10%-ზე მეტი უკვე ინდური შტამია - იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგლე პაატა იმნაძე ამობობს, რომ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების 10 პროცენტი უკვე ე.წ ინდური შტამია. 

"ლაბორატორიულად 18 შემთხვევაა დადასტურებული, მაგრამ ჩვენი გათვლებით ინფიცირების ახალი შემთხვევების 10 პროცენტი ან შეიძლება ცოტა მეტიც, საქართველოში უკვე არის ე.წ ინდური შტამი, ანუ დელტა შტამი. 

ქვეყნების უმრავლესობაში ახალი შემთხვევების რაოდენობა იკლებს, მაგრამ არის რამდენიმე ქვეყანა სადაც პირიქით - მატებაა. მაგალითად ჩვენ მეზობელ რუსეთში შემთხვევების რაოდენობა იზრდება. ასევე ბრიტნეთმა, სადაც იცით, რომ მოსახლეობის 98 პროცენტი აცრილია, გადაიფიქრეს შეზღუდვების მოხსნა" - განაცხადა იმნაძემ. 

მისივე თქმით, ინდური შტამი უფრო სწრაფად ვრცელდება და მეტად ჰგავს ჩვეულებრივ გაციებასა და გრიპისმაგვარ დაავადებებს.

„ეს თავის მხრივ სახიფათოა, შეიძლება ადამიანმა ყურადღება არ მიაქციოს, განსაკუთრებით ახალგაზრდებმა, რადგან შეიძლება ვირუსი გაციების სიმპტომებით მიდიოდეს, თვითონ ახალგაზრდებისთვის, საბედნიეროდ, ჯერ კიდევ არ არის მძიმე მიმდინარეობის, მაგრამ ეს შეიძლება მათი უფროსი ასაკის ოჯახის წევრებისთვის საბედისწერო აღმოჩნდეს“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system