თავში

საქართველოში სიკვდილიანობის მაჩვენებლი გაზრდილია და ძალიან მაღალია - კულუმბეგოვი

საქართველოში სიკვდილიანობის მაჩვენებლი გაზრდილია და ძალიან მაღალია - კულუმბეგოვი
საქართველოში სიკვდილიანობის მაჩვენებლი გაზრდილია და ძალიან მაღალია - კულუმბეგოვი

სიკვდილიანობის მაჩვენებელი ბოლო კვირების განმავლობაში გაზრდილია, ჩვენ თუ შევადარებთ მეორე ტალღის დროს არსებულ მაჩვენებელს ამ ტალღასთან დაკავშირებულ მაჩვენებელს, დაახლოებით 1,000 ინფიცირებულიდან 20-დან 30-მდე ადამიანი, ანუ 2.5-3%-ის ფარგალშია, რაც საშუალო მსოფლიო სტატისტიკასთან მიმართებით ძალიან მაღალი მაჩვენებელია, - ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა.

მისივე თქმით, შესაძლოა სიკვდილიანობის ზრდა „ბრიტანული შტამითაც“ იყოს განპირობებული. 

„საჭიროა გამომწვევი მიზეზის ცოდნა, ჩვენ არ ვიცით სიღრმისეულად რა კატეგორიის ადამიანები იღუპებიან, როგორი დაავადებებით, რა ასაკობრივი ჯგუფია და სხვა.

შემთხვევების რაოდენობა არ არის იმდენი და სიკვდილიანობა გვაქვს მაღალი და ეს დაახლოებით საქართველოს 1,000,000 მცხოვრებელზე 7-8 შემთხვევა გამოდის, რაც არის მაღალი მაჩვენებელი მსოფლიო მასშტაბითაც კი. 

საძლოა სიკვდილიანობის ზრდა „ბრიტანული შტამითაც“ იყოს განპირობებული. რადგან ზოგიერთი სტატია მიანიშნებდა, რომ აღნიშნული შტამის შემთხვევაში სიკვდილიანობა და გადამდებობა 30-40%-ით არის გაზრდილი, თუმცა არსებობს სხვა თეორიებიც, რაც კატეგორიულად უარყოფს აღნიშნულს.“, - განაცხადა კულუმბეგოვმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system