თავში

საქართველოში "სინოფარმით" ვაქცინაცია 4 მაისიდან დაიწყება - ამირან გამყრელიძე

საქართველოში "სინოფარმით" ვაქცინაცია
საქართველოში სინოფარმით ვაქცინაცია 4 მაისიდან დაიწყება - ამირან გამყრელიძე

საქართველოში "სინოფარმის" ვაქცინით ვაქცინაცია 4 მაისიდან დაიწყება. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. 

მისი თქმით ვაქცინაციის პროცესი გააქტიურებულია და ზრდის დინამიკა შეიმჩნევა. 

"დღეს არის საშუალება 55 წელს ზემოთ მოსახლეობის აცრისა "ასტრაზენეკათი" და მოწოდებები უნდა იყოს სულ, რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩაეწეროს და აიცრას. მეორე, ასევე გადაწყვეტილია, რომ მალე ამოქმედდება ჩინური "სინოფარმით" აცრები. დაიწყება 4 მაისიდან, რომელიც ქვეყანაში არის დასაწყობებული 100 000 დოზის რაოდენობით" - აღნიშნა გამყრელიძემ. 

საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო

ამ დროისთვის ქვეყანაში პროცესი "ფაიზერის" და "ასტრაზენეკას" ვაქცინით მიმდინარეობს. 

ვაქცინაციაზე რეგისტრაცია და რიგის დაჯავშნა პეციალურად შექმნილ პორტალზეა შესაძლებელი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system