თავში

საქართველოში ტემპერატურა მკვეთრად დაიკლებს

საქართველოში ტემპერატურა მკვეთრად დაიკლებს
საქართველოში ტემპერატურა მკვეთრად დაიკლებს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 11 თებერვლამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება რთული მეტეოროლოგიური პირობები: ძლიერი ქარი, ზოგან ძლიერი თოვა, მაღალმთიან რეგიონებში ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე შტორმი, საავტომობილო გზებზე ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე შემოყინულობა. საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის და ზვავსაშიშროების გამო შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის გადაადგილება.

9-11 თებერვალს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მნიშვნელოვნად აცივდება. კოლხეთის დაბლობზე ღამის საათებში ჰაერის ტემპერატურის -5, -8 გრადუსამდე მოსალოდნელმა დაწევამ შესაძლებელია ციტრუსოვანი კულტურების დაზიანება გამოიწვიოს.

8 თებერვალს თბილისში მოსალოდნელია თოვლი და +5 გრადუსი. +8 გრადუსამდე გათბება ტემპერატურა რუსთავში. 

თელავში, გურჯაანში, ლაგოდეხსა და სიღნაღში თოვლი და + 6 გრადუსია ნავარაუდევი.

ქუთაისსა და ბათუმში წვიმა, თოვლი და +5 გრადუსი დაფიქსირდება. +3 გრადუსამდე გათბება ტემპერატურა ზუგდიდში, მოსალოდნელია ნალექი წვიმისა და თოვლის სახით. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system