თავში

საქართველოში ტემპერატურა დაეცემა - სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ

საქართველოში ტემპერატურა დაეცემა - სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ
საქართველოში ტემპერატურა დაეცემა - სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ

18-20 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაცემა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მოსალოდნელია ნალექი, ზოგან ძლიერი - 19-20 იანვარს, უმეტესად თოვლის სახით, მთაში ზოგან ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა, საავტომობილო გზებზე ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე მოყინულობა, მთიან რეგიონებში ზვავსაშიშროება.

19-22 იანვარს ღამის საათებში კოლხეთის დაბლობზე ჰაერის ტემპერატურის -4, -6 გრადუსამდე მოსალოდნელმა დაწევამ შესაძლებელია ციტრუსები, განსაკუთრებით ლიმონის ნარგავები დააზიანოს.

დედაქალაქ თბილისში 18 იანვარს მოსალოდნელია მცირე წვიმა, ხოლო 19 იანვარს სინოპტიკოსები თოვლს ელოდებიან. ტემპერატურა ღამის -1 გრადუსამდე დაეცემა, ხოლო დღისით +2 გრადუსამდე მოიმატებს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system