თავში

საქართველოში თვითიზოლაციაში 23 931 პირი იმყოფება

საქართველოში თვითიზოლაციაში 23 931 პირი იმყოფება
საქართველოში თვითიზოლაციაში  23 931 პირი იმყოფება

თვითიზოლაციაში 23 931 პირი იმყოფება, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, თვითიზოლაციაში ყველაზე მეტი ადამიანი დედაქალაქში იმყოფება

"დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 23 931 პირი, საიდანაც თბილისში არის 4 097 ადამიანი, აჭარაში - 9 254, იმერეთში - 3 479,"- განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 1 595 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

გამოჯანმრთელდა 398 პაციენტი და საერთო რაოდენობა 9 401-ს შეადგენს.

გარდაცვლილია 178 ადამიანი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system