თავში

საქართველოში ვაქცინაციის ოფიცრები გამოჩნდებიან

საქართველოში ვაქცინაციის ოფიცრები გამოჩნდებიან
საქართველოში ვაქცინაციის ოფიცრები გამოჩნდებიან

საქართველოს რეგიონებში ვაქინაციის ოფიცრები გამოჩნდებიან, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა.

ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ისინი ვაქცინაციის რეგისტრაციაში დაეხმარებიან მოქალაქეებს, რომელთაც ინტერნეტთან ხელმისაწვდომობა არ აქვთ. 

ვაქცინაციის ოფიცრები იქნებიან სტუდენტები, რომელთა გადამზადებაც უკვე მიმდინარეობს. 

„ჩვენ ვმუშაობთ სტუდენტებთან, რომლებიც გახდებიან ვაქცინაციის ოფიცრები და დაარეგისტრირებენ იმ ადამიანებს, რომელთათვისაც ეს არის რთულად ხელმისაწვდომი. ჩვენი აზრით, ეს არის 55 წელს ზემოთ ადამიანების ნაკლები აქტიურობის მიზეზი. ამ მიმართულებით სამინისტროს აქვს კონკრეტული ხედვები, რაც უახლოეს მომავალში დაიწყება. რა თქმა უნდა, მოვუწოდებთ ადგილობრივ თვითმმართველობებს, რომ თავიანთი რესურსი მაქსიმალურად გამოიყენონ, რათა მოსახლეობას დაეხმარონ რეგისტრაციაში, დროულად და სწორად მიეწოდოთ ინფორმაცია, როგორც ვაქცინაციაზე, ასევე მის უსაფრთხოებასა და აუცილებლობაზე. ახალგაზრდებთან მიმდინარეობს მუშაობა. მათ სჭირდებათ გარკვეული ტექნიკური უზრუნველყოფა. სჭირდებათ გარკვეული ცოდნა, ამიტომ მიმდინარეობს ტრენინგი და შემდეგ კვირაში ჩვენ ალბათ მათ ვიხილავთ საქართველოს მასშტაბით“, - განაცხადა ტიკარაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system