თავში

საქართველოში ვაქცინის შემოტანამდე ცოტა დრო დარჩა - თამარ გაბუნია

საქართველოში ვაქცინის შემოტანამდე ცოტა დრო დარჩა - თამარ გაბუნია
საქართველოში ვაქცინის შემოტანამდე ცოტა დრო დარჩა - თამარ გაბუნია

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოაგდილის თამარ გაბუნიას განცხადებით, საქართველო 16 მილიონი დოლარის ღირებულების კოვოდსაწინააღმდეგო ვაქცინას შეიძენს.

მისივე ინფორმაციით, თანხის ნაწილი უკვე გადახდილია და ქვეყანაში ვაქცინა, სავარაუდოდ, გაზაფხულზე შემოვა. 

"რეალურად, ცოტა დრო დარჩა იქამდე, ვიდრე ქვეყანაში ვაქცინა გვექნება, რომ დავიწყოთ ვაქცინაციის პროცესი. ამისთვის არსებობს "კოვაქსის" ინიციატივა, რომლის წევრი საქართველოც არის და თანხის ნაწილი უკვე გადახდილია, 16 მილიონი დოლარის ღირებულების ვაქცინას შევიძენთ. ასევე, კონსულტაციები გვაქვს ინდივიდუალურ მწარმოებლებთანაც, ვინც უახლოვდება კვლევების წარმატებულ დასასრულს და იმედი გვაქვს, პირველი ვაქცინაცია როცა დაიწყება მსოფლიოს სხვა ქვეყნებში, საქართველო იქნება ერთ-ერთი ის ქვეყანა, სადაც ვაქცინაცია ადრეულ ეტაპზევე დაიწყება.

გაზაფხული არის უფრო რეალისტური პერიოდი, საწყისი ეტაპისთვის 20% -ია სამიზნე ჯგუფი, რაც 700 000 დოზას ნიშნავს, რა თქმა უნდა, შემდეგ ეს გაფართოვდება და მოიცავს პრიორიტეტულ ჯგუფებსაც და ყველა იმ ჯგუფს, ვინც არის მაღალი გამავრცელებელი ინფექციის, რომელიც დაიცავს ქვეყანას,"-განაცხადა თამარ გაბუნიამ "დღის კურიერში".

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system