თავში

საქართველოში მასობრივი ვაქცინაცია 5 ივლისიდან დაიწყება

საქართველოში მასობრივი ვაქცინაცია 5 ივლისიდან დაიწყება
საქართველოში მასობრივი ვაქცინაცია 5 ივლისიდან დაიწყება

საქართველოში მასობრივი ვაქცინაციის პროცესი, ორშაბათიდან, 5 ივლისიდან დაიწყება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"მილიონი დოზა უკვე ადგილზეა. ჩვენ მზად ვართ, ორშაბათიდან დავიწყოთ მასობრივი ვაქცინაციის პროცესი. აქვე მინდა, მოსახლეობას დამატებითი ინფორმაცია მივაწოდო შემდეგი დოზების შემოსვლის თაობაზე. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ჩვენ აქტიურად ვიმუშავეთ პირდაპირ, უშუალოდ მწარმოებლებთან. ისე, როგორც "სინოფარმის" და "სინოვაკის" შემთხვევაში მოხდა, ჩვენ აქტიურად ვაწარმოეთ მოლაპარაკებები და წარმატებით დავასრულეთ ეს მოლაპარაკებები და შემოვიდა მილიონი დოზა. უახლოეს რამდენიმე კვირაში შემოვა ნახევარი მილიონი დოზა "სინოფარმი" და ნახევარი მილიონი დოზა "სინოვაკი". ჯამში, 2 მილიონი დოზა გვაქვს შეკვეთილი", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ცნობისთვის, დღეს საქართველოში 500 000 დოზა "სინოფარმის" და 500 000 დოზა "სინოვაკის" ვაქცინა შემოვიდა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, "სინოფარმით" აცრისთვის რეგისტრაცია შაბათს, 12:00 საათიდან დაიწყება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system