თავში

საქართველოში COVID-19-სგან განკურნებულთა რაოდენობა გაიზარდა

საქართველოში COVID-19-სგან განკურნებულთა რაოდენობა გაიზარდა
საქართველოში COVID-19-სგან განკურნებულთა რაოდენობა გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსი კიდევ შვიდმა ადამიანმა დაამარცხა და განკურნებულთა რიცხვი 432-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფომაცია stopcov.ge- ზე განთავსდა. 

ამასთან, ექვსით გაიზარდა ინფიცირებულთა რიცხვიც და ამ დროისთვის, ქვეყანაში კორონავირუსის 701 დადასტურებული შემთხვევაა.

ქვეყანაში კორონავირუსით 12 ადამიანია გარდაცვლილი. კარანტინის რეჟიმში - 3787, ხოლო, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 337 ადამიანი იმყოფება.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

პანდემიად კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს აღიარა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია და ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოაცხადა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system