თავში

საქართველოში კორონავირუსის კიდევ 44 შემთხვევა დადასტურდა

საქართველოში კორონავირუსის კიდევ 44 შემთხვევა დადასტურდა
საქართველოში კორონავირუსის კიდევ 44 შემთხვევა დადასტურდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის 44 ახალი შემთხვევა დადასტურდა, - მონაცემები stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ამ დროისთვის, ქვეყანაში კორონავირუსის 1 773 შემთხვევაა დადასტურებული.

გამოჯანმრთელდა კიდევ 4 პაციენტი და განკურნებულთა რაოდენობა 1325 გახდა.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5882 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 390.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

კორონავირუსით ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

პანდემიად კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს აღიარა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია და ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოაცხადა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system