თავში

საქართველოში ინფიცირებული მედპერსონალის საერთო რაოდენობა 5 000-მდეა

საქართველოში ინფიცირებული მედპერსონალის საერთო რაოდენობა 5 000-მდეა
საქართველოში ინფიცირებული მედპერსონალის საერთო რაოდენობა 5 000-მდეა

საქართველოში ინფიცირებული მედპერსონალის საერთო რაოდენობა 5 000-მდეა, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა. 

მისივე თქმით, იმის გასარკვევად, ზუსტად რამდენი ექიმია დაინფიცირებული, დამატებითი კვლევა მიმდინარეობს.

„სამედიცინო პერსონალი არის – 4500-დან ხუთი ათასამდე შუალედში. ვგულისხმობ ყველას, ვინც სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობს. ეს ინფიცირება მოხდა სამედიცინო გარემოში თუ საყოფაცხოვრებო პირობებშიც. სამწუხაროდ, უფრო ხშირად სამედიცინო პერსონალის ინფიცირება მოხდა საყოფაცხოვრებო პირობებში. ამ ყველაფერზე ჩაღრმავებული კვლევა იგეგმება, როგორც კი ეს კვლევა გვექნება, რა თქმა უნდა, გაგიზიარებთ. 100 ათასი შემთხვევა რაც დადასტურდა, ეპიდემიის მთელი პერიოდის განმავლობაში, სამედიცინო დაწესებულებაში დასაქმებულ პირებს შორის ინფიცირების რაოდენობა ეს არის“, – განაცხადა გაბუნიამ.

ცნობისთვის, დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 4 780 შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 118 690-მდე გაიზარდა.

გამოჯანმრთელდა 3 489 პაციენტი და საერთო რაოდენობა 102 270-ს შეადგენს.

გარდაიცვალა 37 პაციენტი, სულ გარდაცვლილია 1161 ადამიანი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system