თავში

"საქართველოსთვის 2 ათასი შემთხვევაც ბევრია" - გამყრელიძე

"საქართველოსთვის 2 ათასი შემთხვევაც ბევრია" - გამყრელიძე
საქართველოსთვის 2 ათასი შემთხვევაც ბევრია - გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში ეპიდვითარება სტაბილიზაციისკენ მიდის.

მისივე თქმით, საქართველოსთვის კორონავირუსის 2000 შემთხვევაც კი ბევრია.

"ჯერჯერობით სტაბილიზაციისკენ ტენდენცია არის, მაგრამ საქართველოსთვის 2 ათასი შემთხვევაც ბევრია. ჩვენ ყველანაირად უნდა ვეცადოთ, ყველა ის წესი დავიცვათ, რაც არის რეკომენდებული, რომ როგორმე სტაბილიზაციისკენ სვლა გაგრძელდეს. 

რაც შეეხება ვაქცინაციას, ეს ტემპი დღემდე კარგი იყო", - განაცხადა გამყრელიძემ.

ცნობისთვის, ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 039 ახალი ახალი შემთხვევა დადასტურდა.

გამოჯანმრთელდა 2 192 ინფიცირებული. ვირუსით გარდაიცვალა კიდევ 56 პაციენტი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system