თავში

საქართველოში კორონავირუსისგან განკურნებულთა რაოდენობა გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსისგან განკურნებულთა რაოდენობა გაიზარდა
საქართველოში კორონავირუსისგან განკურნებულთა რაოდენობა გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსისგან განკურნებულთა რიცხვი 8-ით გაიზარდა და ქვეყანაში სულ 739 ადამიანია გამოჯანმრთელებული. ამის შესახებ მონაცემები ცოტა ხნის წინ განახლდა stopcov.ge-ზე. 

ამავე ვებგვერდზე, დაახლოებით ერთი საათის წინ განახლდა მონაცემები ინფიცირებულთა შესახებ. ქვეყანაში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ამ დროისათვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 893 ადამიანია.

უცხოეთიდან სამკურნალოდ საქართველოში გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე. გარდაცვლილია 14 ადამიანი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

პანდემიად კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს აღიარა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია და ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოაცხადა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system