თავში

საქართველოში COVID-19-ის ახალი შემთხვევები დადასტურდა

საქართველოში COVID-19-ის ახალი შემთხვევები დადასტურდა
საქართველოში COVID-19-ის ახალი შემთხვევები დადასტურდა

საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ამ დროისთვის 958 შემთხვევაა დადასტურებული. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ცენტრის ინფორმაციით, COVID-19 კიდევ 8 პაციენტმა დაამარცხა და გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 838 გახდა.

საქართველოში კორონავირუსით 15 ადამიანია გარდაცვლილი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

პანდემიად კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს აღიარა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია და ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოაცხადა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system