თავში

საქართველოში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა

საქართველოში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა
საქართველოში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 728 -მდე გაიზარდა. ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა. 

მისივე თქმით, კორონავირუსი კიდევ 14-მა ადამიანმა დაამარცხა და 509-მდე გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვიც. 

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

პანდემიად კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს აღიარა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია და ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოაცხადა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system