
საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებული 3 542 ადამიანიდან 25 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა განაცხადა.
მარინა ენდელაძის თქმით, 25 კრიტიკული პაციენტიდან 22 მართვით სუნთქვაზეა.
„მკურნალობას გადის 3 542 კოვიდინფიცირებული, აქედან 25 არის კრიტიკული, მათ შორის 23 მართვით სუნთქვაზე იმყოფება. მართვით სუნთქვაზე მყოფი პაციენტებიდან შვიდი ოკუპირებული აფხაზეთიდან არის გადმოყვანილი“, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.
ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსით კიდევ 1 პაციენტი გარდაიცვალა. სულ ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვლილია 33 ადამიანი.
საქართველოში კორონავირუსის 314 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 5866-მდე გაიზარდა.
გამოჯანმრთელებულთა რიცხვი ბოლო 24 საათში 270-ით გაიზარდა და 2324 გახდა.
სალომე კაპანაძე
ავტორი