თავში

საქართველოში კორონავირუსით 25-ე პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით 25-ე პაციენტი გარდაიცვალა
საქართველოში კორონავირუსით 25-ე პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა. სულ ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვლილია 25 პაციენტი. ამის შესახებ ინფორმაცია stopcov.ge-ზე განახლდა.

ამ დროისთვის უცნობია, სად მკურნალობდა და რა ასაკისაა გარდაცვლილი პაციენტი.

დღეს საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების ეს უკვე მეორე ფაქტია. 24-ე პაციენტის გარდაცვალების შესახებ ერთი საათის წინ გახდა ცნობილი.

საქართველოში კორონავირუსის 227 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 4140-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 69-ით გაიზარდა და ჯამში 1643-ს შეადგენს.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system