თავში

სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს

სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს
სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს

სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ სახალხო დამცველის აპარატი დაინტერესებულ პირებს ვაქცინაციის რეგისტრაციის პროცესში დაეხმარება.

"საქართველოში შექმნილი მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარებისა და აცრის სასიცოცხლო მნიშვნელობის გათვალისწინებით, მოქალაქეების დასახმარებლად და ვაქცინაციის პროცესის ხელშესაწყობად, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი მზად არის დაინტერესებულ პირებს რეგისტრაციის პროცესში დაეხმაროს.

თუ თქვენ ვერ ახერხებთ დამოუკიდებლად ვაქცინებზე დარეგისტრირებას ჩვენი აპარატის თანამშრომლები მზად არიან აღნიშნულში დაგეხმაროთ.

საქართველოს სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ ყველას აცრისკენ საკუთარი და სხვისი სიცოცხლის გადასარჩენად!", - აღნიშნულია განცხადებაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system