თავში

სახალხო დამცველის წარმომადგენელი გლდანის ციხეში შევა

სახალხო დამცველის წარმომადგენელი გლდანის ციხეში შევა
სახალხო დამცველის წარმომადგენელი გლდანის ციხეში შევა

საქართველოს სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას წარმომადგენელი გლდანის ციხის სამედიცინო დაწესებულებაში შევა. 

ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას ომბუდსმენის აპარატი ავრცელებს. 

მიხეილ სააკაშბილის მოსანახულებლად გლდანის ციხეში შევლენ კონსიულიუმის წევრებიც.

"რამდენიმე წუთში სახალხო დამცველის წარმომადგენელი მე-18 დაწესებულებაში შევა. პარალელურად მიმდინარეობს სახალხო დამცველთან არსებული ექიმთა კონსილიუმის წევრების შეხვედრა ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესთან. მიხეილ სააკაშვილის მონახულების სურვილი გამოთქვეს კონსილიუმის ექიმებმაც", - აღნიშნულია განცახდებაში.

ცნობისთვის, დაახლოებით ერთი საათის წინ, მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა დამძიმდა.

ადვოკატ ბექა ბასილაიას თქმით, მიხეილ სააკაშვილმა გონება დაკარგა და წაიქცა.

ცოტა ხნის წინ განცხადება გაავრცელა პენიტენციურმა სამსახურმა.

უწყების ინფორმაციით, სააკაშვილის მდგომარეობა სტაბილურია.

შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, პირველ ოქტომბერს დააკავეს.

მიხეილ სააკაშვილი ციხეში 49-ე დღეა შიმშილობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system