თავში

სახალხო დამცველი 21 მარტს გადაადგილების შეზღუდვის მოხსნას ითხოვს

სახალხო დამცველი 21 მარტს გადაადგილების შეზღუდვის მოხსნას ითხოვს
სახალხო დამცველი 21 მარტს გადაადგილების შეზღუდვის მოხსნას ითხოვს

სახალხო დამცველმა მასთან არსებულ ეროვნულ უმცირესობათა საბჭოსთან ერთად, საქართველოს მთავრობას ნოვრუზის დღესასწაულის აღნიშვნის მიზნით, 21 მარტს გადაადგილების დროებითი შეზღუდევის მოხსნის შესახებ მიმართა. 

გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოში ნოვრუზის აღნიშვნა მრავალ საუკუნეს ითვლის (იგი ვეფხისტყაოსანშიც არის ნახსენები), ხოლო 2010 წლიდან ეროვნულ დღესასწაულად გამოცხადდა. ნოვრუზი მაშტაბურად აღინიშნება ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებულ მუნიციპალიტეტებში.

სახალხო დამცველის თქმით, კოვიდ-19 პანდემიის მიზეზით დაწესებული შეზღუდვების გამო 2020 წელს დღესასწაული სრულფასოვნად ვერ ჩატარდა და მის აღნიშვნას საფრთხე 2021 წელსაც ექმნება.

სახალხო დამცველი და სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭო იმედს გამოთქვამენ, რომ საქართველოს მთავრობა გაითვალისწინებს და დააკმაყოფილებს საქართველოს მოქალაქეთა ნაწილის თხოვნას, 21 მარტს დროებით მოხსნას გადაადგილების შეზღუდვა, რაც შესაძლებლობას მისცემს ჩვენ მოქალაქეებს შეუფერხებლად და ღირსეულად აღნიშნონ ნოვრუზის დღესასწაული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system