თავში

სახალხო დამცველი: დაუნის სინდრომის მქონე პირებს კვლავ ექმნებათ დაბრკოლებები

სახალხო დამცველი: დაუნის სინდრომის მქონე პირებს კვლავ ექმნებათ დაბრკოლ
სახალხო დამცველი: დაუნის სინდრომის მქონე პირებს კვლავ ექმნებათ დაბრკოლებები

საქართველოს სახალხო დამცველი თვლის, რომ ქვეყანაში გარკვეული პოზიტიური ნაბიჯების მიუხედავად, დაუნის სინდრომის მქონე პირებს კვლავ ექმნებათ დაბრკოლებები უფლებების სათანადოდ რეალიზების პროცესში. ამის შესახებ დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი. 

"გამოწვევაა დაუნის სინდრომის მქონე პირთათვის ხარისხიანი და უწყვეტი ინკლუზიური სკოლამდელი, ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების მიწოდება, ამ მიზნით შესაბამისი მატერიალური და ადამიანური რესურსის მობილიზება. პრობლემად რჩება ამ პირთა მიერ სოციალურ და ჯანდაცვის მომსახურებებზე წვდომა, საზოგადოებაში არსებული სტიგმა და სტერეოტიპული დამოკიდებულება. შესაბამისად, აუცილებელია დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების უფლებებისა და ღირსებისადმი პატივისცემაზე ზრუნვა, არსებულ სტერეოტიპებთან, ცრურწმენებთან და მავნე ადათ-წესებთან ბრძოლა", - ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

აქვე აღნიშნულია, რომ ქვეყანაში გამოწვევას წარმოადგენს სტატისტიკურ მონაცემებზე, კვლევებსა და ინდივიდუალურ საჭიროებებზე დაფუძნებული, სერვისების/პროგრამების შემუშავება რომელიც თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფაზე იქნება ორიენტირებული. პრობლემად რჩება დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებზე მორგებული ადრეული ინტერვენციის ღონისძიებების განხორციელება. იმგვარი სარეაბილიტაციო სერვისების დანერგვა, რომლებიც შეძლებს ყველა სამიზნე პირის დაფარვას და მისაწვდომი იქნება როგორც ფინანსური, ისე ტერიტორიული თვალსაზრისით.

საქართველოს სახალხო დამცველი სახელმწიფოსთანმიმდევრული და შედეგზე ორიენტირებული ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს.

21 მარტი დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების საერთაშორისო დღეა. ის, გაეროს გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით, 2011 წლიდან აღინიშნება და მისი მიზანი დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system