თავში

სახალხო დამცველი დეკანოზ გიორგი მამალაძეს მოინახულებს

სახალხო დამცველი დეკანოზ გიორგი მამალაძეს მოინახულებს
სახალხო დამცველი დეკანოზ გიორგი მამალაძეს მოინახულებს

სახალხო დამცველი დეკანოზ გიორგი მამალაძეს შეხვდება. ამის შესახებ report.ge-ს სახალხო დამცველის აპარატში განუცხადეს. შეხვედრის ზუსტი დრო უცნობია, თუმცა, სახალხო დამცველის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ შეხვედრა უახლოეს დღეებში შედგება. 

შეგახსენებთ, რომ გიორგი მამალაძე ციხეში შიმშილობს. მისი ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, ის შიმშილობას იქამდე არ შეწყვეტს, ვიდრე ომბუდსმენი არ შეხვდება. 

რამიშვილმა, რომელმაც დღეს მისი დაცვის ქვეშ მყოფი საპყორბილეში მოინახულა, სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვების შემდეგ, სახალხო დამცველს საჯაროდ მოუწოდა დეკანოზის მონახულებისკენ.

ადვოკატის ინფორმაციით, დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system