თავში

სახალხო დამცველი ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს შეხვდა

სახალხო დამცველი ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს შეხვდა
სახალხო დამცველი ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს შეხვდა

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, ომბუდსმენი ცხინვალის რეგიონში პატიმრობიდან გათავისუფლებულ საქართველოს მოქალაქეს, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს და მის მეუღლეს თამილა ლაფანაშვილს შეხვდა. ნინო ლომჯარიამ მას გათავისუფლება და სახლში მშვიდობით დაბრუნება მიულოცა. 

მათივე ინფორმაციით, სახალხო დამცველი განსაკუთრებით დაინტერესდა, როგორც ვაჟა გაფრინდაშვილის, ასევე, იქ მყოფი სხვა პატიმრების დაკავების დეტალებით, პატიმრობის პირობებითა და მოპყრობით. შეხვედრის დასასრულს ვაჟა გაფრინდაშვილმა მადლიერება გამოხატა სახალხო დამცველის აპარატის მიმართ თანადგომისა და გაწეული დახმარებისთვის. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system