თავში

სახალხო დამცველი: იმედს ვიტოვებთ, გამოძიება წარიმართება ოპერატიულად

სახალხო დამცველი: იმედს ვიტოვებთ, გამოძიება წარიმართება ოპერატიულად
სახალხო დამცველი: იმედს ვიტოვებთ, გამოძიება წარიმართება ოპერატიულად

საქართველოს სახალხო დამცველი მარნეულში მიმსინარე მოვლენებს განცხადებით ეხმაურება.

"სახალხო დამცველის აპარატი ყურადღებით აკვირდება მარნეულში მიმდინარე მოვლენებს. ამ წუთებში აპარატის თანამშრომლები სიტუაციის დეტალურად გაცნობის მიზნით ადგილზე მიემგზავრებიან. 

ჩვენს ხელთ არსებული პირველადი ინფორმაციით, განხორციელდა ფიზიკური ძალადობა რამდენიმე ადამიანის მიმართ, მათ შორის არის სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენელი გიორგი მუმლაძე და მედიის წარმომადგენლები (ტელეკომპანია მთავარი, საზოგადოებრივი მაუწყებელი).

ჩვენი პირველადი კომუნიკაციით შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, დაწყებულია გამოძიება ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლისა და ძალადობის ბრალდებით. 

იმედს ვიტოვებთ, გამოძიება წარიმართება ოპერატიულად და მოხდება პასუხისმგებელ პირთა სწრაფი იდენტიფიცირება. აღნიშნული მნიშვნელოვანი წინაპირობა იქნება საზოგადოებრივი წესრიგისა და არჩევნების მშვიდობიან გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად," - აღნიშნულია ომბუდსმენის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

შეგახსენებთ, დღეს, მარნეულში "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს თავს დაესხნენ.

ასევე, მარნეულში თავს დაესხნენ "მთავარი არხის" გადამღებ ჯგუფებს და საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველი არხის" ოპერატორს.

მარნეულში მომხდარ თავდასხმებთან დაკავშირებით, მათ შორის ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებზე, დაწყებულია გამოძიება.

ქართული ოცნება მომხდარს განცხადებით გამოეხმაურა, სადაც აღნიშნულია, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტში, „ნაციონალური მოძრაობის” წევრების მხრიდან საოლქოს ადმინისტრაციაში შეჭრის მცდელობა და ცესკოს ერთ-ერთი თანამშრომლის მიმართ ფიზიკური ძალადობა ვიხილეთ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system