თავში

სახალხო დამცველი კონსტიტუციის მიღებიდნ 100 წლის იუბილეს ეხმაურება

სახალხო დამცველი კონსტიტუციის მიღებიდნ 100 წლის იუბილეს ეხმაურება
სახალხო დამცველი კონსტიტუციის მიღებიდნ 100 წლის იუბილეს ეხმაურება

დამოუკიდებელი საქართველოს კანონმდებლის ეს დოკუმენტი, თამამად შეიძლება განვიხილოთ მე-20 საუკუნის დასაწყისის მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე უფრო მოწინავე, პროგრესულ და ადამიანის უფლებებზე ორიენტირებულ უზენაეს საკანონმდებლო აქტად. 1921 წლის კონსტიტუციაში ასახულია იმ პერიოდის დასავლეთ ევროპაში ახლად ჩამოყალიბებული, თუ ჯერ კიდევ თეორიაში არსებული, ყველაზე უფრო პროგრესული სამართლებრივ-პოლიტიკური მოსაზრებები და მიმდინარეობები", - ამის შესახებ სახალხო დამცველის განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც საქართველოს პირველი კონსტიტუციის მიღებიდან 100 წლის იუბილეს ეძღვნება. 

სახალხო დამცველი განმარტავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის გამო, 1921 წლის კონსტიტუციამ ფაქტობრივად ვერ იმოქმედა, მისი მნიშვნელობა ძალიან დიდია საქართველოს დემოკრატიული სახელმწიფოს ისტორიაში. თამამად შეიძლება ითქვას, რომ 1921 წლის კონსტიტუციის ავტორებმა მოახერხეს და შექმნეს ისეთი სამართლებრივი დოკუმენტი, რომელიც თავისი ინდივიდუალურობითა და თანამიმდევრულობით გამოირჩეოდა პირველი მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდის კონსტიტუციებს შორის.

"1921 წლის კონსტიტუცია არის დასტური იმისა, რომ ადამიანის უფლებები საქართველოსთვის თავს მოხვეული, უცხო და „გარე სტანდარტი“ არ არის. ის არის საქართველოს მოქალაქეთა გაცხადებული არჩევანი, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა კონსტიტუციად აქციეს 1 საუკუნის წინ. ყველა ჩვენგანის ვალია ადამიანის უფლებების ჯეროვანი დაცვა ყოველდღიურ რეალობად ვაქციოთ და ამით ჩვენი სახელმწიფოებრიობა და დამოუკიდებლობა განვამტკიცოთ", - ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system