თავში

სახალხო დამცველი თამთა თოდაძეს შეხვდა

სახალხო დამცველი თამთა თოდაძეს შეხვდა
სახალხო დამცველი თამთა თოდაძეს შეხვდა

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია პროკურატურის მიერ დაზარალებულად ცნობილ თამთა თოდაძეს და მის ადვოკატს შეხვდა. 

სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, სახალხო დამცველმა უშუალო დაზარალებულისგან და ადვოკატისგან მოისმინა საქმესთან დაკავშირებული დეტალები, მათ შორის გამოძიების ეტაპზე არსებული შესაძლო ხარვეზები. 

„აღნიშნული საქმის თაობაზე, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა 2019 წლის 2 ოქტომბერს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტიდან და საქართველოს გენერალური პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოდან გამოითხოვა ინფორმაცია მათი მხრიდან განხორციელებული რეაგირების თაობაზე. აღსანიშნავია, რომ სახალხო დამცველმა საქართველოს გენერალურ პროკურატურას ასევე სთხოვა საქმის სრულყოფილი შესწავლისთვის, საგამონაკლისო წესით, უზრუნველყოს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატისთვის სისხლის სამართლის საქმის გაცნობა, თუმცა, პროკურატურამ აღნიშნულ თხოვნაზე უარი განაცხადა. საკითხის სიმძიმიდან და მგრძნობელობიდან გამომდინარე, საქართველოს სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს გენერალურ პროკურატურას საგამონაკლისო წესით დაუშვან სახალხო დამცველის აპარატისთვის საქმის მასალებზე წვდომა“, – აღნიშნულია სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, თბილისის საკრებულოში „ქართული ოცნების“ დეპუტატ ილია ჯიშკარიანს თანამშრომელი თამთა თოდაძე სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ თბილისის საკრებულოს დეპუტატ ილია ჯიშკარიანს ბრალი 8 ოქტომბერს წარუდგინა. ამასთან, გენერალურმა პროკურატურამ თამთა თოდაძე დაზარალებულად ცნო, ხოლო ილია ჯიშკარიანს 10 ათას ლარიანი გირაო შეუფარდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system