თავში

სახალხო დამცველი თამთა თოდაძის საქმეს ეხმაურება

სახალხო დამცველი თამთა თოდაძის საქმეს ეხმაურება
სახალხო დამცველი თამთა თოდაძის საქმეს ეხმაურება

თბილისის საკრებულოს დეპუტატის მიერ თანამშრომლის მიმართ განხორციელებული სავარაუდო სექსუალური შევიწროვების ფაქტთან დაკავშირებით, სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს.

„სახალხო დამცველის აპარატმა, ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით, უკვე მიმართა სამართალდამცავ უწყებას და, მისთვის მინიჭებული მანდატის ფარგლებში, მონიტორინგს გაუწევს გამოძიების მიმდინარეობას”, - ნათქვამია განცხადებაში.

სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს გენერალურ პროკურატურასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს - ეფექტურად წარიმართოს გამოძიება.

„მნიშვნელოვანია გამოირიცხოს ყველა ეჭვი საქმის მიკერძოებით თუ პოლიტიკური ინტერესით განხილვის მიმართულებით. საგამოძიებო ორგანომ აქტიურად უნდა ითანამშრომლოს სავარაუდო მსხვერპლთან და მის წარმომადგენელთან”, - აცხადებს სახალხო დამცველი.

ის მიმართავს საზოგადოებასაც და ამბობს, რომ შემთხვევის განხილვისას, საზოგადოების გარკვეული ნაწილი სავარაუდო მსხვერპლის პატივისა და ღირსების შემლახველ ინფორმაციას ავრცელებდა, რაც კატეგორიულად მიუღებელია.

„სახალხო დამცველი მონიტორინგს გაუწევს გამოძიების მიმდინარეობის პროცესს და ამ მიზნით მჭიდრო კომუნიკაცია ექნება სავარაუდო მსხვერპლთან და მისი ინტერესების დამცველთან”, - ნათქვამია განცხადებაში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system