თავში

სახალხო დამცველის მანდატი უნდა აღსრულდეს - ტიკარაძე

სახალხო დამცველის მანდატი უნდა აღსრულდეს - ტიკარაძე
სახალხო დამცველის მანდატი უნდა აღსრულდეს - ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონზე საუბრისას აღნიშნავს, რომ სახალხო დამცველის მანდატი აუცილებლად უნდა აღსრულდეს.

"სახალხო დამცველს გააჩნია თავისი მანდატი, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს აღსრულებული. ჯანდაცვის სამინისტროსა და ზრუნვის სააგენტოს მხრიდან არასდროს ყოფილა ხელშეშლა ამასთან მიმართებით. ჩვენ ყოველთვის ვთანამშრომლობთ სხვადასხვა მიმართულებით, რაც ჯანდაცვის სამინისტროს კომპეტენციაში შედის და რა თქმა უნდა, ეს მიმართულება განხორციელდება" - განუცხადა ტიკარაძემ ჟურნალისტებს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system