თავში

სახალხო დამცველმა მიხეილ სააკაშვილის გადაყვანამდე ციხის საავადმყოფო მოინახულა

სახალხო დამცველმა მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა
სახალხო დამცველმა მიხეილ სააკაშვილის გადაყვანამდე ციხის საავადმყოფო მოინახულა

საქართველოს სახალხო დამცველმა პენიტენციური სისტემის N18 სამკურნალო დაწესებულების მზადყოფნის ხარისხი შეამოწმა. ნინო ლომჯარიას უწყების მიერ გავრცელებული განცხადებით ირკვევა, რომ ციხის საავადმყოფოში გარკვეული პროცედურები, რაც მიხეილ სააკაშვილისთვის შესაძლო საჭიროებად ექიმთა კონსილიუმმა განსაზღვრა, ვერ ჩატარდება. მათ შორისაა მაგნიტო-რეზონანსული გამოკვლევა, კომპიუტერული ტომოგრაფია, დუპლექს-სკანირება.

ასევე, სახალხო დამცველის თქმით, დაწესებულებაში ამჟამად არ მუშაობს ექიმ-რეანიმატოლოგი, თუმცა ადმინისტრაციის განმარტებით, უახლოეს პერიოდში ელოდებიან შესაბამის სპეციალისტებს. სახალხო დამცველი აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ მოხდება მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა N18-ე სამკურნალო დაწესებულებაში, იმ სამედიცინო მომსახურების მიღება, რისი შესაძლო საჭიროებაც განისაზღვრა ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ, ვერ შესრულდება ადგილზე და საჭირო იქნება, პერიოდულად მისი გადაყვანა სამოქალაქო ტიპის კლინიკაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system