თავში

სახალხო დამცველთან არსებული ექიმთა კონსილიუმის დასკვნა ცნობილია

სახალხო დამცველთან არსებული ექიმთა კონსილიუმის დასკვნა ცნობილია
სახალხო დამცველთან არსებული ექიმთა კონსილიუმის დასკვნა ცნობილია

ომბუდსმენის მიერ შექმნილი სამედიცინო კონსილიუმი მიიჩნევს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რომელიც გორის სამხედრო ჰოსპიტალში იმყოფება, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არ უნდა გადაიყვანონ.

როგორც დღევანდელ ბრიფინგზე ნევროლოგმა თენგიზ წულაძემ განაცხადა, აღნიშნულის მიზეზი პოსტტრავმული სტრესული აშლილობაა, რაც მიხეილ სააკაშვილმა გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში მიიღო.

"ადამიანს რადგან აქვს პოსტტრავმული სტრესული აშლილობა, ეს იმას გულისხმობს, რომ ეს ტრავმა, სტრესი, ზუსტად პენიტენციურ დაწესებულებაში მიიღო, ყველაზე მეტად გლდანში. ამიტომ იქ გადაყვანას ჩვენ არ ვუჭერთ მხარს იმ გაგებით, რომ პოსტტრავმული სტრესული აშლილობის მკურნალობა უნდა მოხდეს იმ გარემოში, რომელიც სტრესს არ აგონებს ადამიანს", – განაცხადა ნევროლოგმა თენგიზ წულაძემ.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა საყურადღებო რჩება.

"ნევროლოგიური სიმპტომატიკიდან რჩება გარკვეული პათოლოგია, წონასწორობის დარღვევა, ზოგადი სისუსტე, გამოხატულია ანემია, ფსიქიური თვალსაზრისით არის მძიმე დეპრესია და ჩვენი მოსაზრებით, პოსტტრავმული სტრესული აშლილობა. პაციენტის მკურნალობა მიმდინარეობს და სტაბილურია, თუმცა გვაქვს მოსაზრებები, რომელიც დეტალურად გავწერეთ დანართში. 25 ნოემბერს გავეცით ფსიქოთერაპიის შესახებ რეკომენდაცია, მაგრამ არ შესრულდა რაღაც მიზეზების გამო და ახლაც ვაკეთებთ ამაზე აქცენტს. რაც შეეხება ფიზიკურ რეაბილიტაციას, ძალიან მნიშვნელოვანია. ნევროლოგიური დაავადებები ხშირად არ მთავრდება ერთ დღეში, ერთ კვირაში და ხანგრძლივად საჭიროებს რეაბილიტაციას", – განაცხადა თენგიზ წულაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system