თავში

სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს

სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს
სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია "მთავარი არხის" გადამღებ ჯგუფსა და ივერი მელაშვილზე თავდასხმის ფაქტს ეხმაურება. 

ომბუდსმენი გმობს მედიის წარმომადგენლების მიმართ ყველა სახის ძალადობას და მოუწოდებს საგამოძიებო ორგანოებს, დროულად და ეფექტიანად გამოიძიონ ჟურნალისტებზე თავდასხმები.

"სახალხო დამცველის აპარატი გმობს მედიის წარმომადგენელთა მიმართ ჩადენილ ყველა სახის ძალადობას და ხაზგასმით აღნიშნავს თავისუფალი და კრიტიკული მედიაგარემოს სასიცოცხლო როლს დემოკრატიული საზოგადოებისთვის ისევე, როგორც მის განსაკუთრებულ ფუნქციას ქვეყანაში კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებათა პატივისცემის მიმართულებით.

მოვუწოდებთ საგამოძიებო ორგანოებს, დროულად და ეფექტიანად გამოიძიონ ჟურნალისტების მიმართ განხორციელებული თავდასხმები. ამასთან, დაუსჯელობის გარემოს შექმნისა და წახალისების თავიდან აცილების მიზნით, გამოკვეთონ და დააყენონ შესაბამისი პირების პასუხისმგებლობის საკითხი ჟურნალისტთა და ტელეკომპანიების წარმომადგენელთა წინააღმდეგ წარსულში ჩადენილ დანაშაულებრივ ინციდენტებთან დაკავშირებით.

გარდა ამისა, მოვუწოდებთ ყველა შესაბამის უწყებას და თანამდებობის პირს, უზრუნველყონ მედიის წარმომადგენლების მიერ საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელებისთვის უსაფრთხო და ხელშემწყობი გარემოს შექმნა", - აღნიშნულია ომბუდსმენის განცხადებაში. 

ცნობისთვის, ტელეკომპანია "მთავარი არხის" გადამღებ ჯგუფსა და ივერი მელაშვილზე თავდასხმის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

როგორც report.ge-ს შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

"მთავარი არხის" ინფორმაციით, დავით გარეჯის ტერიტორიაზე გადამღებ ჯგუფსა და ივერი მელაშვილს სასულიერო პირები თავს დაესხნენ.

ტელეკომპანიის ცნობით, გადამღები ჯგუფი ივერი მელაშვილთან ერთად დავით გარეჯში რეპორტაჟის გადასაღებად იყო ჩასული. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system